რეცეპტის დამატება
ჩახოხბილი ქამა სოკოთი
ავტორი:
27 ნოემბერი 2019
0
ჩახოხბილი ქამა სოკოთი
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:


ხახვი 1 თავი;

ქათამი 2 კგ;

პომიდორი 4 ცალი;

სტაფილო 2 ცალი;

ნიორი 5 კბილი;

ქამა სოკო 300 გ;

კარაქი 40 გ;

სუნელები გემოვნებით;

მარილი გემოვნებით;

ფქვილი 4 ს/კ

ბულიონის კუბიკი 1 ცალი;

სოიოს სოუსი 2 ს/კ

მწვანილი გემოვნებით;


მომზადება:


1. გარეცხეთ ქათამი, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

2. მოხრაკეთ დაჭრილი ქათამი კარაქში ისე, რომ დაიბრაწოს.

3. ამოიღეთ ქათამი ღრმა ჯამში ან ქვაბში.

4. ტაფა არ გარეცხოთ, იმ წვენშივე, რაშიც ქათამი მოხრაკეთ, ჯერ მოხრაკეთ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, ხოლო რამდენიმე წუთში – დაჭრილი პომიდორი. მოურიეთ.

ხრაკეთ ცოტა ხანი, რამდენიმე წუთში დაუმატეთ დაჭრილი სოკო, სუნელები, მარილი, წიწაკა და სოიოს სოუსი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, დროდადრო ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, თან შეუჩერებლად ურიეთ.

5. პარალელურად აადუღეთ 1-1,5 ლ წყალი და გახსენით მასში ბულიონის კუბიკი.

6. გადაიტანეთ ტაფიდან ბოსტნეულის მასა ქვაბში, ქათამთან, დაასხით ბულიონი და კარგად აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, თან ურიეთ! თუ ქათამი გაყინულია, 40 წუთი ეყოფა, თუ სოფლის – დაასხით მეტი ბულიონი და ხარშეთ 1,5-2 საათის განმავლობაში.

7. როცა კერძი მზად იქნება, გამორთეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ასე რამდენიმე წუთი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно