რეცეპტის დამატება
საქონლის ხორცის წვნიანი ბოსტნეულით
ავტორი:
26 ნოემბერი 2019
1
საქონლის ხორცის წვნიანი ბოსტნეულით
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცის წვნიანი ბოსტნეულით
შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც ორგანიზმი საკმაოდ ბევრს ვიტამინს საჭიროებს. გარდა ამისა, გრილ ამინდებს ცხელი წვნიანები უხდება. ზუსტად ამიტომ, გთავაზობთ გემრიელი და სასარგებლო წვნიანის რეცეპტს.

თქვენ დაგჭირდებათ:

საქონლის ხორცი - 500გ;
წყალი -800მლ;
კარტოფილი - 300გ;
პომიდორი - 100გ;
საქონლის ხორცის ბულიონი - 400მლ;
ხახვი - 50გ;
ნიორი - 2 კბილი;
სტაფილო - 100გ;
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ;
ცხარე წიწაკის სოუსი - 2 ს/კ;
დაფნის ფოთოლი -2ც.


მომზადების წესი:

დაჭერით ხორცი მზირე ზომის კუბებად და 1 ს/კ ზეთში შეწვით ყველა მხრიდან. შემდეგ გადადეთ ცალკე. დაჭერით კარტოფილი, სტაფილო, ხახვი. მოთუშეთ ხახვი და ნიორი ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე. დაამატეთ მოთუშული საქონლის ხორცი, წყალი, ბულიონი, პომიდორი, სტაფილო, კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ ცხარე სოუსი და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ წვნიანი, ხორცის სრულ დარბილებამდე. დაამატეთ პილპილი, მარილი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно