რეცეპტის დამატება
ჟულიენი
ავტორი:
22 ნოემბერი 2019
0
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

რეცეპტის ინგრედიენტები
1 კგ. სოკო (უმჯობესია ხის)

8 თავი ხახვი

ცოცხალი ქინძი

4 ცალი კვერცხი

ყველი (უმჯობესია სულგუნი)

მაიონეზი

მარილი და პილპილი გემოვნებით

რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.დაჭრილი სოკო კარგად მოვხარშოთ და გავწუროთ; პარალელურად ზეთიან ტაფაში მოვშუშოთ ხახვი, ჩავუმატოთ დაჭრილი და გაწურული სოკო.

2.ცოტა ხნით ვხრაკოთ სოკო ხახვთან ერთად. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ქინძი. ეს მასა გადავიტანოთ სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და 10 წუთით შევდგათ ღუმელში.

3.ამავდროულად 4 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ, შიგ ჩავახეხოთ ყველი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. 10 წუთის შემდეგ სოკო გამოვიღოთ ღუმელიდან და ზემოდან მოვასხათ გათქვეფილი მასა, შემდეგ კი კვლავ შევდგათ ღუმელში ზედაპირის დაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით!
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно