რეცეპტის დამატება
ჩურჩხელა რომელიც ბავშვობას გაგვახსენებს
ავტორი:
22 ნოემბერი 2019
0
ჩურჩხელა რომელიც ბავშვობას გაგვახსენებს
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

დაგვჭირდება:

50 ცალი ნიგოზი
100 ცალი თხილი
1 ლიტრი ბადაგი
300 გრ ფქვილი
3 ჩ/კ შაქარი
ნემსი
მაგარი ძაფი
ბადაგის, ფქვილისა და შაქრის რაოდენობა საკმარისია ჩურჩხელების ერთჯერადად ამოსავლებად. ჩურჩხელები, სულ მცირე, 2–ჯერ მაინც უნდა ამოვავლოთ.მომზადება:
500 მლ. ბადაგი დავდგათ ქურაზე გასაცხელებლად. მანამდე ნარჩენილ 500 მლ.-ში გავხსნათ ფქვილი. ჩავასხათ გაცხელებულ ბადაგში და მოვადუღოთ. როცა ადუღდება, დავუწიოთ ცეცხლს. როცა ფელამუში (თუ თათარა) ბუშტუკებს გაიკეთებს და კარგად შესქელდება,
დავაყაროთ შაქარი. ამის შემდეგ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. გადმოვიღოთ ფორმებზე ან თეფშებზე. თათარა (ფელამუში) მზად არის!

თუ ჩურჩხელას ამოვლება გვინდა, წინასწარ ასხმულ ნიგოზს (თხილს ან სხვა შიგთავსს) ცხელ თათარაში, ქვაბშივე ვავლებთ.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно