რეცეპტის დამატება
იდეალური კერძი ქათმის ღვიძლით
ავტორი:
16 სექტემბერი 2019
10
იდეალური კერძი ქათმის ღვიძლით
loading...

როგორ მოვამზადოთ:

მომზადების დრო:
1 საათი

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი - 500 გ
ბეკონი - 150 გ
ხახვი - 3-5 ცალი
მცენარეული ზეთი - 2 ს/კ ( მარინადისთვის)
სუნელები ან მწვანილი
მარილი და პილპილი - გემოვნებით

გარეცხეთ ქათმის ღვიძლი,გააშრეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. კონტეინერში შეურიეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი ,ნახევარი ს/კ მარილი,ნახევარი ჩ/კ პილპილი და სასურველი სანელებლები.
გააჩერეთ ნახევარი საათი.დაჭერით ხახვი საშუალო ზომის ნაჭრებად, შეწვით მცენარეულ ზეთში,სანამ გამჭირვალე არ გახდება. შემდეგ მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 3 წუთი.
დაჭერით ბეკონი გრძელ ნაჭრებად.მოათავსეთ ფოლგაში ქათმის ღვიძლი, ხახვი და ბეკონი.
შედგით ღუმელში 20 წუთით , 200 გრადუსზე.როცა მზად იქნება, გამოიღეთ ღუმლიდან და მიირთვით გემრიელად!
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно