რეცეპტის დამატება
ნამდვილი კიევური კატლეტი
ავტორი:
30 ოქტომბერი 2019
1
ნამდვილი კიევური კატლეტი

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

საჭირო პროდუქტი:
ქათმის ფილე - 4 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 100 გრ
ზეთი - 400 გრ
საფანელი - 1 ჩ/ჭ
ოხრახუში და კამა - 2-3 ღერი
მარილი და პილპილი - გემოვნებით


კიევური კატლეტის მომზადების წესი:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მწვანილები ან ძალიან წვრილად დაჭერით.
ცალკე ჯამში გადაურიეთ გატარებული მწვანილი კარაქთან ერთად. კარგად გადაზილეთ ერთმანეთში, მიეცით მომრგვალო ფორმა, გადაახვიეთ მწვანილიანი კარაქი ცელოფნის პარკში და მოათავსეთ საყინულეში 20-30 წუთით.


ქათმის ფილე გაჭერით შუაზე ბასრი დანით, ისე რომ შიგ გაყინული კარაქი მოათავსოთ.
ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ მარილი.
საყინულედან გამოიღეთ გაყინული კარაქი მწვანილებით, მოაშორეთ პარკი და მოათავსეთ ფილეში.
ფილე ამოავლეთ კვერცხში და შემდეგ საფანელში. ეს პროცედურა მეორედაც გაიმეორეთ.


ღრმა ტაფა შედგით გაზქურაზე, კარგად გააცხელეთ, დაასხით ზედ ზეთი და დაიწყეთ კატლეტის შეწვა, პერიოდულად გადააბრუნეთ, სანამ არ შეწითლდება.


შენიშვნა:
გაითვალისწინეთ, რომ შეწვის დროს კატლეტი მთლიანად უნდა იყოს ზეთით დაფარული.
შემწვარი კატლეტი გააფორმეთ მწვანილებით;
კიევური კატლეტისთვის გარნირად შეგიძლიათ, ხახვთან ერთად შემწვარი კარტოფილი ან კარტოფილის პიურე მოამზადოთ
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно