რეცეპტის დამატება
ჩაქაფული,ნამდვილი ქართული ტრადიციული კერძი
ავტორი:
20 მაი 2020
0
ჩაქაფული,ნამდვილი ქართული ტრადიციული კერძი

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი ცხვრის ხორცი
500 გრამი მწვანე ხახვი
2 კონა ტარხუნა
1 კონა ქინძი
2 ჭიქა ტყემალი
2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
2 კბილი ნიორი
1/2 ცხარე მწვანე წიწაკა
1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
მარილი, დაფქული პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:

1. დაჭერით ცხვრის ხორცი პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ქვაბში. დაჭერით მწვანილი, ნიორი. ხახვი და გაყავით 2 ნაწილად. ნახევარი ხორცთან მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ღვინო და ნახევარი ტყემალი.

2. ქვაბი დადგით მაღალ ცეცხლზე. ადურების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 45-50 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. დაუმატეთ დარჩენილი მწვანილი, ხახვი და ტყემალი, დაახურეთ თავი და 12 წუთით დატოვეთ. გამორთეთ ქურა და კქვაბი კიდევ 15 წუთით თავმოუხდელად გააჩერეთ.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно