რეცეპტის დამატება
ქათმის გულ ღვიძლი, რომელიც გთხოვს შემჭამეო...
ავტორი:
27 იანვარი 2020
1
ქათმის გულ ღვიძლი, რომელიც გთხოვს შემჭამეო...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ქათმის გულ-ღვიძლი / 1 / კგ
ხახვი / 2 / თავი
ქინძი / 20 / გრ
კამა / 10 / გრ
ნიორი / 2 / კბილი
პომიდორი / 2 / ცალი

ნაბიჯი №1
გულ-ღვიძლი გავრეცხოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ ტაფაში. მოვასხათ წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.

ნაბიჯი №2
წყალი, რომ აიორთქლება დავასხათ ზეთი და მოვაყაროთ ხახვი. მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

ნაბიჯი №3
შემდეგ დავამატოთ გახეხილი პომიდორი და მივიყვანოთ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №4
ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მწვანილი დავაფაროთ თავსახური და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ნაბიჯი №5
გემრიელი კერძი მზადაა!
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно