რეცეპტის დამატება
ნამდვილი აფხაზურა,რეცეპტი პირდაპირ აფხაზეთიდან...
ავტორი:
23 იანვარი 2020
8
ნამდვილი აფხაზურა,რეცეპტი პირდაპირ აფხაზეთიდან...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი 300გრ;
ღორის ქონი 150გრ;
ნიორი 3-4კბილი;
ცხარე წიწაკა 1ც;
კოწახური 1ჩ/კ;
უცხო სუნელი 1ჩ/კ;
ქონდარი 1ჩ/კ;
ხმელი ქინძი 1ჩ/კ;
ხახვი 1თ;
ბადექონი 100გრ;
მარილი გემოვნებით;
ზეთი გემოვნებით;
მომზადების წესი:

ხბოს ხორცი, ღორის ქონი, ხახვი, ნიორი და წიწაკა ხორცსაკეპში გავატაროთ. დავამატოთ სუნელები, მარილი და კარგად გადავურიოთ. ბადე ქონი დავჭრათ, დავადოთ ფარში ულუფებად, ხელით გავაბრტყელოთ, გადავახვიოთ. გავაცხელოთ ტაფაში ზეთი და შევბრაწოთ აფხაზურები, 4-4 წთ ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно