რეცეპტის დამატება
ჩაშუშული ხორცის კონსერვის რეცეპტი
ავტორი:
20 იანვარი 2020
0
ჩაშუშული ხორცის კონსერვის რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები:

1 კგ ხორცი
0,5 კგ ქონი
1 ს/კ მარილი
1-2 დაფნის ფოთოლი ერთ ქილაზე
5-6 წიწაკის მარცვალი ერთ ქილაზე
შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება:

1. პირველ რიგში, ხორცი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და ქაღალდის სალფეთქით გაამშრალეთ.

2. ხორცს ტყავი მოაშორეთ (თუ აქვს) და 6-7 სმ სიფართეზე მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ღრმა თასში მოათავსეთ, მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.



3. ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ თითოეულმა ნაჭერმა თავისი წილი მარილი და წიწაკა მიიღოს. თავსახური დაახურეთ და ხორცი 1 საათით დამარინადებისთვის დატოვეთ.



4. მინის ქილები სწორად უნდა მოამზადოთ. ამისთვის ქილები გარეცხეთ, შემდეგ სტერილიზაცია გაუკეთეთ. კონსერვებისთვის ქილების სტერილიზაციისთვის სხვადასხვა მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, სუფთა, მშრალი ქილები მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით შედგით.

5. თითოეული ქილის ძირში 1-2 დაფნის ფოთოლი და ბაჰარის წიწაკა მოათავსეთ, შემდეგ ხორცი კარგად ჩატუმბეთ.



6. ხორცის დონე ქილის ზედა ნაწილამდე 2-3 სმ-ით დაშორებული უნდა იყოს, რომ შემადგენლობა არ გადმოიღვაროს. დაზღვევის მიზნით ღუმელის ქვემოთ საცხობი ტაფა მოათავსეთ და ცოტა წყალი დაასხით. ქილებს რკინის სახურავები დააფარეთ, საიდანაც რეზინის ლუქები წინასწარ უნდა ამოიღოთ, და ცივ ღუმელში მოათავსეთ.



7. ღუმელი 250 გრადუსამდე გააცხელეთ. როცა ხორცი ათუხთუხებდა, ტემპერატურა 150 გრადუსამდე შეამცირეთ და 3 საათით თუშეთ. ხორცი მოშუშული უნდა იყოს.

8. სანამ ხორცი მზადდება, ქონი მცირე ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე ან საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. ქონი სუსტ ცეცხლზე გაადნეთ. მზა ხორცს ზემოდან გამდნარი ქონი მოასხით.

9. ქილები გამოიღეთ (არ დაგავიწყდეთ, რომ ცხელია). სახურავში რეზინები კვლავ ჩასვით. მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ, პირსახოცით შეფუთეთ და ბოლომდე გაგრილება აცადეთ.



10. ყველაზე გემრიელი ჩაშუშული ხორცი მზადაა!

სახლის პირობებში მომზადებული ჩაშუშული ხორცი მაცივარში 6 თვე ინახება. ჩაშუშული ხორცი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძს დაუმატოთ, ასევე აგარაკზე ან სათევზაოდ თან წაიღოთ. იქ ეს გემრიელობა შეუცვლელი იქნება.



საკუთარი ხელით მომზადებული ხორცის პროდუქტები ნაყიდისგან მომგებიანად განსხვავდება. მასში გემოს გამაძლიერებლებს, კონსერვანტებს და საღებავებს ვერ ნახავთ. ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ შინაურული ჩაშუშული ხორცის კონსერვი. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

და კიევ თუ არ დაგეზარებათ მხოლოდ ერთხელ დააჭირეთ ქვემოთ გამოსახულ რომელიმე რეკლამას, ამით თქვენ დაეხმარებით ჩვენ საიტს განვითარებაში. დიდი მადლობა წინასწარ
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно