რეცეპტის დამატება
ნაზი  და გემრიელი პაშტეტი
ავტორი:
10 დეკემბერი 2019
0
ნაზი  და გემრიელი პაშტეტი
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

1 კგ.ქათმის ღვიძლი.
3 საშუალო ზომის თავი ხახვი.
3 ს/კ მცენარეული ზეთი.
100 გრ.კარაქი.
400 მლ. ნაღები.
500 მლ. რძე.
მარილი და შავი პილპილი(პერიცა) გემოვნებით.
მომზადების წესი.
1.კარგად გარეცხილი ქათმის ღვიძლი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ რძე და გავაჩეროთ 1 საათი. რძის საშუალებით ღვიძლიდან გამოიდევნება ის მავნე ნივთიერებები რაც დაგროვილია მასში.
2.დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ცოტა კარაქში, რომელსაც დამატებული ექნება მცენარეული ზეთი.
3.რძიდან ამოვიღოთ ქათმის ღვიძლი და გავრეცხოთ კარგად. შემდეგ კი ჩავყაროთ ხახვთან და დაბალ ცეცხლზე განვაგრძოთ შუშვა თან ინტესიურად ურიოთ.
4.დაბალ ცეცხლზე ქათმის ფილეს, რომელიც ხახვთან ერთად მოვშუშეთ დავამატოთ ნაღები და 15 წუთის განმავლობაში არ გადმოვდგათ ცეცხლიდან.
5. მიღებული მასა გავაცივოთ და მოვათავსოთ ბლენდერში თან დაუმატოთ დარჩენილი კარაქი, მარილი, პერიცა (გემოვნებით) და ავთქვიფოთ
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно