რეცეპტის დამატება
კალმახი ნაღების სოუსში
ავტორი:
10 დეკემბერი 2019
0
კალმახი ნაღების სოუსში
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

კალმახი 1ც;
სტაფილო 1ც;
ხახვი 1თ;
ნაღები 1ჭ;
ფქვილი 2ს/კ;
კარაქი 80გრ;
თევზის ბულიონი 0,75ჭ;
გახეხილი ყველი გემოვნებით;
მომზადების წესი:

გავრეცხტ კალმახი, დავჭრათ, დავაწყოთ შესაწვავ ფორმაში და მარილი დავაყაროთ. გავარჩიოთ ხახვი, გავფხიკოთ სტაფილო, გავრეცხოთ. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. გაცხელებულ ტაფას დავასხათ ზეთი და ბოსტნეული მოვხრაკოთ. ეს მასა თევზს ზემოდან დავადოთ. მოვამზადოთ სოუსი: ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი, მოვხალოთ 2 წთ, დავამატოთ ნაღები, სულ ვურიოთ და წამოვადუღოთ. დავასხათ ბულიონი, 5 წთ ვშუშოთ. შემდეგ თანაბრად მოვასხათ სოუსი ბოსტნეულს. შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წთ. გადმოვდგათ და გახეხილი ყველი მოვაყაროთ (სურვილისამებრ). გემრიელად მიირთვით
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно