რეცეპტის დამატება
ნაგეთსი
ავტორი:
10 დეკემბერი 2019
0
ნაგეთსი
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა

ქათმის ფილეს გააცალეთ კანი, ზედმეტი ქონი და ნებისმიერი ძვლოვანი/ხრტილოვანი ნაწილი. დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ ბაზილიკიც, თუმცა მის გარეშე ვფიქრობ უფრო გემრიელია. შავი პილპილი შეგიძლიათ უფრო მეტი დაამატოთ, ვიდრე ჩვეულებრივ იყენებთ კერძებში, რადგან ამ შემთხვევაში, ძალიან უხდება კერძს. დააქუცმაცეთ “ბლენდერის” ან “ჩოპერის” გამოყენებით. მიიღებთ მასას
ხორცის მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ პურის ფქვილში. გათქვიფეთ ორი კვერცხის გული და დაამატეთ ცოტა პილიპილი და მარილი. ამოავლეთ ფქვიალიანი ბურთულები ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში.
შედარებით ღრმა ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და ოდნავ რომ გახურდება დაასხით თხელი, რაფინირებული ზეთი. თუ გამოიყენებთ სქელ, არა-რაფინირებულ ზეთს, ამ შემთხვევაში კერძი ბევრ ზეთს შეიწოვს და ზეთის გემო ექნება. როდესაც გახურდება ტაფა, თითით გააბრტყელეთ ბურთულები, მიეცით სასურველი ფორმა და დადეთ ტაფაზე. საშუალოდ 5-6 წუთი არის საჭიროქათმის შესაწვავად - 2-3 წუთი ერთ მხარეს და ანალოგიურად, მეორე მხარესაც 2-3 წუთი.
ტაფიდან სასურველია ქათმის ნაჭრები ამოიღოთ სამზარეულოს ქაღალდის რამდენიმე ფენაზე ზედმეტი ცხიმის მოშორების მიზნით. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ კეტჩუპთან ან ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно