რეცეპტის დამატება
"ხალადეცი"
ავტორი:
10 დეკემბერი 2019
0
"ხალადეცი"
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები
ღორის თავ-ფეხი - საშუალო ზომის 1 ცალი
დაფნის ფოთოლი - 5-8 ცალი
მარცვალი ბაჰარი - 10 ცალი
დაჭყლეტილი ნიორი - 1 მოზრდილი თავი
მიხაკი - 6-8 ცალი
დარიჩინის ჩხირი - 1-2 ცალი (დაფქული)
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ტაბულა
prevnext
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ღორის თავი და ფეხები გავასუფთავოთ, დავჭრათ და ძალიან კარგად მოვხარშოთ. ხორცი თავისით უნდა სცილდებოდეს ძვლებს. ხორცი ამოვიღოთ, წვენი გადავწუროთ, რომ ძვლის პატარა ნამტვრევებისგან გასუფთავდეს, ჩავუმატოთ ნიორი, სანელებლები და ვხარშოთ.

როცა წვენი კარგად მოიხარშება, ცოტა ჩავასხათ პატარა ფიალაში და გავაცივოთ, თუ კარგად შეიკრა გაცივებისას, მზადაა. მანამდე კი, სანამ წვენი მომზადდება, ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გადავანაწილოთ ფორმებში. მომზადებული წვენი დავასხათ ხორცს და კარგად გავაცივოთ. გადმოღებისას გვერდები დანით შემოვუხსნათ. თუ ლაბასხმული ადვილად არ გადმოდის ჭურჭლიდან, ჭურჭელი რამდენიმე წამით ჩავდოთ მდუღარე წყალში და შემდეგ ამოვიღოთ თეფშზე.

რჩევა
თუ სითხე არ შესქელდა და ჟელედ არ იქცა, მაშინ 15 გ ჟელატინი ცოტა ცივ წყალში დავალბოთ 30 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ნახარშს და ადუღებამდე მივიყვანოთ
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно