რეცეპტის დამატება
ქათმის ფარში გაზავებული პურში, უგემრიელესი კატლეტები გამოდის
ავტორი:
19 ნოემბერი 2019
2
ქათმის ფარში გაზავებული პურში, უგემრიელესი კატლეტები გამოდის

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე 1კგ
პური 190გ
კარაქი 125გ
რძე 250მლ
ხორბლის ფქვილი 50გ
მარილი გემოვნებით
შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადების პრინციპი:

1.პურს მოაშორეთ ქერქი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. 190გ ეს არის დაახლოებით მთლიანი პურის ნახევარი. პურს დაასხით რძე ან უმჯობესია ნაღები და დააცადეთ მას მთლიანი მასის შეწოვა.



2.სანამ პური რბილდება, ქათმის ხორცი გამოატარეთ ხორცსაკეპში. აურიეთ გამღვალ კარაქს, მარილს წიწაკას და დარბილებულ პურს.



3.მირებულ მასას ურიეთ ხელით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ხორციან ჯამს დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთი.



4.გაყინული მასისგან მარტივია კატლეტების გაკეთება. ფორმირებული ხორცი ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთით დაამუშავებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!



პურიანი კატლეტებისათვის ფარში უნდა მოამზადოთ საკუთარი ხაელით, რათა გააკონტროლოთ ცხიმიანობა. უმჯობესია აიღოთ სამარხვო ფილე რადგან კარაქი უკეთ დაარეგულირებს საჭირო კონსესტენციას. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბარკალი. ხორბლის ფქვილი არ არის აუცილებელი, რადგან ის მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საფანელით. ეს კატლეტი ძალიან უხდება მარცვლეულის, ბოსტნეულის და ბერძნულ სალათას.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно