რეცეპტის დამატება
სუშის მომზადება სულაც არ არის რთული
ავტორი:
28 ოქტომბერი 2019
1

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

სუში: როგორ მოვამზადოთ როლები სახლში

სუშის მომზადება სულაც არ არის რთული. აუცილებელია, გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა იმისთვის, რომ იაპონური კერძი გემრიელი გამოგივიდეთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

ზღვის მცენარე "ნორი" (როლებისთვის) 6-8 ცალი იყიდება მაღაზიებში (კარფურშიც კი )

იყიდება თხელი ფირფიტების სახით. გაითვალისწინეთ! რაც უფრო მუქია, მით უფრო არომატულია.

ბრინჯი 1-1,5 ჭიქა

თინუსის ან ორაგულის ფილე (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ კიბორჩხალის ჩხირები გამოიყენოთ) 400 გრ

სოიოს სოუსი გემოვნებით

მარილი, შაქარი გემოვნებით

ბრინჯის ძმარი (სასურველია) 4-5 ს/კ

მომზადების წესი:

თევზის ფილე გაასუფთავეთ ფხებისგან და დაჭერით გრძელ, ვიწრო ზოლებად (1-2 სმ);

ბრინჯი აუცილებლად ცოტა წყალში უნდა მოხარშოთ (მარილიან წყალში), რომ ფანტია არ გამოვიდეს. სასურველია მრგვალი ბრინჯი

აარჩიოთ. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, გადაიტანეთ საწურში და ხელით კარგად გაწურეთ.


თუ ბრინჯის ძმარი გაქვთ, გახსენით მასში მარილი და ცოტა შაქარი და გაჟღინთეთ ბრინჯი. ბრინჯის ძმარი არ არის მჟავე და მისი გამოყენება შეიძლება.

თუ როლების დასადები სპეციალური ჭილოფი არ გაქვთ, მაშინ ხის დაფა გამოიყენეთ. დააფინეთ ნორის ფირფიტა (პრიალა მხარე გარედან უნდა მოექცეს), დაადეთ თხელ ფენად ბრინჯი და კოვზით მოასწორეთ. სასურველია, ბრინჯი ფირფიტის ნახევარზე მეტ ადგილს არ იკავებდეს.

სიგრძეზე დაადეთ დაჭრილი თევზი და ფრთხილად დაახვიეთ. შეგიძლიათ თევზთან ერთად სხვა ინგრედიენტებიც გამოიყენოთ, მაგალითად ავოკადო. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

დანით დაჭერით რგოლები (დაახლოებით 4 სმ სიგანის).

დაჭრილი როლები ამოაწეთ სოიოს სოუსში.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно