რეცეპტის დამატება
8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის რეცეპტი პატარებისთვის
ავტორი:
22 სექტემბერი 2019
2
8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის რეცეპტი პატარებისთვის

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

1. ყვავილოვანი კომბოსტოს სუპ-პიურე


ინგრედიენტები:


ყვავილოვანი კომბოსტო — 100 გრ.
ხახვი — 1\2 ცალი
ნაღები — 2 ს. კ.
წყალი ან ბულიონი — 1\2 ჭიქა
ზეითუნის ზეთი — რამდენიმე წვეთი
მარილი და მწვანილი — გემოვნებით


მომზადება:


1. ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ 10-15 წთ-ს მანძილზე.
2. მოთუშეთ ხახვი ზეთში.
3. პატარა ქვაბში მოათავსეთ მოხარშული კომბოსტო, მოთუშული ხახვი > დაანაწევრეთ ბლენდერით > გააზავეთ ბულიონით ან წყლით სასურველ სისქემდე.
4. დაამატეთ ნაღები, მარილი და მწვანილი გემოვნებით.

5. დადგით ქვაბი ცეცხლზე და წამოადუღეთ.

2. სუპი მაკარონით


ინგრედიენტები:


წყალი — 300 მლ.
ქათმის ფილე — 50-100 გრ.
სტაფილო — 1\2 ცალი
მაკარონი (ვარსკვლავები, ალფავიტი... ვერმიშელი) — ერთი მუჭა
კამა, ოხრახუში, მარილი — გემოვნებით


მომზადება:


1. ქათმის ფილე დაჭერით პატარ-პატარა ნაჭრებად > დაასხით წყალი და ხარშეთ 30 წთ. ქაფი მოაცილეთ.
2. დაამატეთ გახეხილი ან კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.
3. დაამატეთ მაკარონი, მწვანილი და მარილი > ხარშეთ იქამდე, ვიდრე მაკარონი მზად არ იქნება.

3. კარტოფილის სუპი ყაბაყით


ინგრედიენტები:


საშუალო ზომის კარტიფილი — 1 ცალი
ყაბაყი — 50-70 გრ.
პომიდორი — 1\2 ცალი
საშუალი ზიმის ხახვი — 1\4 ცალი
საშუალო ზომის სტაფილო — 1\2 ცალი
წყალი ან ხორცის ბულიონი — 300 მლ.
მარილი, მწვანილი — გემოვნებით


მომზადება:


1. კარტოფილი და ყაბაყი დაჭერით კუბიკებად.
2. ხახვი წვრილად დაჭერით, პომიდორს მოაცილეთ კანი > პომიდორი და სტაფილო გახეხეთ სახეხზე > ხახვი, პომიდორი და სტაფილო მოთუშეთ 3-5 წთ. საშ. ცეცხლზე.
3. ადუღებულ წყალში ან ბულიონში ჩაამატეთ კარტოფილი > 5 წუთის შემდეგ, ყაბაყი > კიდევ 5 წუთის შემდეგ - მოთუშული ბოსტნეული.
4. დაამატეთ მარილი, მწვანილი და ხარშეთ მანამდე, ვიდრე ბოსტნეული არ მომზადდება (5-7 წთ.).

4. ბოსტნეულის სუპ-პიურე


ინგრედიენტები:


ხახვი — 1\4 ცალი
სტაფილო — 1\2 ცალი
პომიდორი —1\2 ცალი
ბოსტნეულის ნაკრები (ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, ბროკოლი, ლობიო და ა. შ. თქვენი გემოვნებით) — 30-50 გრ.

მარილი და მწვანილი — გემოვნებით


მომზადება:


1. პომიდორს კანი მოაცილეთ, გახეხეთ სახეხზე და წვრილად დაჭრილ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად მოთუშეთ.
2. პატარა ქვაბში მოხარშეთ, თქვენს მიერ შერჩეული, ბოსტნეულის ნაკრები 10-15 წთ. მანძილზე > დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, მარილი და მწვანილი.
3. ბოსტნეული კარგად რომ მოიხარშება, ბულიონი ჭიქაში გადაწურეთ > ბოსტნეული დააბლენდერეთ > გააზავეთ ბულიონით, სასურველი სისქის პიურეს მიღებამდე.

5. გოგრის სუპ-პიურე


ინგრედიენტები:


გოგრა — 100 გრ.
პატარა სტაფილო — 1 ცალი
პატარა ხახვი — 1 ცალი
კარაქი — 1 ჩ. კ.
მარილი — გემოვნებით
შეიძლება 1 კარტოფილის დამატებაც.


მომზადება:


1. კარაქში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კუბიკებად დაჭრილი გოგრა და დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო.
2. დაასხით იმდენი წყალი, რომ ბოსტნეული დაიფაროს > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
3. მომზადებამდე 5 წუთით ადრე, დაამატეთ მარილი და სურვილის შემთხვევაში, მწვანილი.
4. ბოსტნეული ამოიღეთ ქვაბიდან, დააბლენდერეთ და ბულიონით გააზავეთ თქვენთვის მისაღებ სისქემდე.


6. სუპი ხორცის ბურთულებით (ფრიკადელკებით)


ინგრედიენტები:


ხორცის ფარში — 70-100 გრ.
მდუღარე წყალში დასველებული პური — 1\2 ნაჭერი
საშუალო ზომის კარტოფილი — 1 ცალი
სტაფილო — 1\2 ცალი
პატარა ხახვი — 1\2 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო — რამოდენიმე ყვავილედი
მწვანე ბარდა — 1 ს. კ.
მარილი, მწვანილი — გემოვნებით

წყალი — 300-350 მლ.


მომზადება:


1. ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან სახეხზე გახეხილი ხახვი, სველი პური და მარილი > ყველაფერი კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები.
2. კარტოფილი და სტაფილო დაჭერით კუბიკებად, ყვავილოვანი კომბოსტო დაყავით ყვავილედებად.
3. მდუღარე წყალში მოათავსეთ ხორცის ბურთულები და ხარშეთ 10 წთ. > გადაწურეთ ბულიონი და დაასხით ახალი წყალი > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და დაამატეთ ბოსტნეული.
4. ხარშეთ სუპი დაბალ ცეცხლზე 15-20 წთ.
5. გამორთვამდე, 5 წთ. ადრე, დაამატეთ მარილი და მწვანილი.


7. სუპი თევზის ბურთულებით


ინგრედიენტები:


თევზის (ვირთევზა) ფილე — 50 გრ.
პური — 10 გრ.

რძე — პურის დასალბობად
კვერცხი — 1\3 ცალი
კარაქი — 1 ჩ. კ.
კარტოფილი — 1 ცალი

ხახვი — 1\4 ცალი

სტაფილო — 1\2 ცალი

მწვანე ლობიო — 1\2 მუჭა

ნიახურის ფესვი — 1 ცალი


მომზადება:


1. ახალი თევზის ფილე და რძეში დამბალი პური გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
2. ფარშს დაამატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი და მარილი > კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები.

3. დაჭერით ბოსტნეული წვრილად.
4. ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > დაამატეთ ბოსტნეული და ხარშეთ 5-7 წთ. > დაამატეთ სათითაოდ თევზის ბურთულები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მანამდე, ვიდრე ბოსტნეული კარგად არ მოიხარშება.

8. სუპი ბროკოლით


ინგრედიენტები:


ბროკოლი — 50 გრ.
კარტოფილი — 1 ცალი
სტაფილო — 1\2 ცალი
საშუალო ზომის ხახვი — 1\2 ცალი
პატარა პომიდორი — 1 ცალი
მარილი — გემოვნებით

პატარა დაფნის ფოთოლი — 1 ცალი

ზეთი — მოსათუშად

წყალი — 400 მლ.


მომზადება:


1. ხახვი წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ცოტა ზეთში.

2. წვრილად დაჭერით ბოსტნეული, დაყავით ბროკოლი ყვავილედებად.
2. აადუღეთ წყალი > ჩაყარეთ კარტოფილი და სტაფილო > ადუღეთ 5-7 წუთი > დაუმატეთ ბროკოლი, პომიდორი და მოთუშული ხახვი > ხარშეთ 5 წუთი > დაამატეთ მარილი და დაფნის ფოთოლი > ხარშეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно