რეცეპტის დამატება
მარტივად მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში
ავტორი:
22 ოქტომბერი 2019
2
მარტივად მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში

სახლში მაიონეზის მომზადება ძალიან მარტივია და ნაყიდთან შედარებით ბევრად ჯანსაღი. შეიძლება მომზადდეს როგორც მთლიანი კვერცხით, ასევე მხოლოდ გულებით.

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

შაქარი - მწიკვი
მარილი
მდოგვი - 1/2 ან 1 ჩ.კ
ზეთი (მზესუმზირის ზეითუნის, სიმინდის... ან მათი ნარევ - 200 მლ
ლიმონის წვენი - 1 ს.კ
კვერცხის გული - 3

მომზადების წესები:

კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, მარილი და მდოგვი მოვათავსოთ თასში ან ბლენდერის ჭიქაში და ავთქვიფოთ. დავიწყოთ ზეთის ჩასხმა ნელ-ნელა, წვრილ ზოლად, თქვეფის შეუჩერებლად. როცა გასქელებას დაიწყებს, შეგვიძლია ზეთის დოზებიც გავზარდოთ. საკმაოდ სქელი მაიონეზი მიიღება და თუ უფრო თხელი გინდათ, ზეთის დამატება შეიძლება. ძალიან გემრიელი მაიონეზია, თუმცა მაინც მეტისმეტად ცხიმიანია და გამოყენებისას ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს ;)


იგივენაირად კეთდება მაიონეზი 1 მთლიანი კვერცხითაც, ამ შემთხვევაში ზეთი 150 მლ გამოიყენეთ
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно