რეცეპტის დამატება
აი ასე უსწრაფესად შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ვაშლის პეროგი
ავტორი:
23 სექტემბერი 2019
17
აი ასე უსწრაფესად შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ვაშლის პეროგი

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ჩემი შინაურები ტკბილეულობის დიდი მოყვარულები არიან. ყველაზე მეტად კი ახარებთ, როცა პეროგს ვუცხობ. ვცდილობ, მუდამ გავაოცო და სულ ახალი რეცეპტების ძიებაში ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი საფირმო პეროგი უყვართ. მას ჩვენ ყოველდღიური დავარქვით, რადგან ყოველ ჯერზე ვამზადებ, როცა რაიმე ტკბილით მსურს ოჯახის წევრები ვასიამოვნო.

ეს პეროგი ძალიან სწრაფად მზადდება და არასოდეს გვბეზრდება. „გასტრონომია“ გთავაზობთ ყველაზე გემრიელი ვაშლის პეროგის რეცეპტს.



ინგრედიენტები

500 გრ ვაშლი
250 გრ ფქვილი
150 გრ კარაქი
3ს.კ. თაფლი
1 ჭიქა შაქარი
3 კვერცხი
1 შეკვრა გამაფხვიერებელი
1 შეკვრა ვანილის შაქარი
მომზადება

1. დაჭერით ვაშლი, მოასხით ლიმონის წვენი.



2. მოამზადეთ ცომი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარი, მარილი და დარბილებული კარაქი. ბოლოს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.



3. შემდეგ დაუმატეთ თაფლი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი.



4. წაუსვით კარაქი საცხობ ფორმას. დაასხით ცომი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.



პეროგი მზადაა! გარედან ხრაშუნა ქერქი, შიგნით კი რბილი და ნაზი, მისი არომატი თავბრუს დაგახვევთ! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно