რეცეპტის დამატება
უგემრიელესი ქადის რეცეპტი
ავტორი:
17 სექტემბერი 2019
39
უგემრიელესი ქადის რეცეპტი
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

მასალა ცომისთვის / . /
ფქვილი / 1 / კგ
მარგარინი / 2 შეფუთვა /
გამაფხვიერებელი / 20 / გრ
მაწონი / 1 ქილა (0,5 ლ.) / მლ
მარილი / ნახევარი / ჩაის კოვზი
მასალა შიგთავსისთვის: / . /
ფქვილი / 500 / გრ
შაქარი / 500 / გრ
მარგარინი / 1 შეფუთვა /
ვანილი / 2 გრ /

მომზადების წესი:
მოვამზადოთ ქადის ცომი:

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი.
დავამატოთ გამაფხვიერებელი და მარილი.
დავახეხოთ 2 შეფუთვა მარგარინი და ავურიოთ.
დავამატოთ მაწონი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
მიღებული ცომი გავყოთ 2 თანაბარ ნაწილად.
თითოეული ნაწილი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 2 საათით.
მოვამზადოთ სომხური ქადის შიგთავსი:

500 გრ. ფქვილი 500 გრ შაქარი და 1 გახეხილი მარგარინი ავზილოთ ერთმანეთში.
დავამატოთ ვანილი და ისევ ავზილოთ.
ცომი გავაბრთყელოთ.
ზემოდან დავდოთ შიგთავსი და დავახვიოთ რულეტივით.
სომხური ქადა გავყოთ პატარა ნაწილებად. ზემოდან წავუსვათ კვერცხი გული.
გამოვაცხოთ გაზქურაში.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно