რეცეპტის დამატება
უქათქათესი "ბეზეს" მომზადების რეცეპტი.
ავტორი:
23 მარტი 2020
0
უქათქათესი "ბეზეს" მომზადების რეცეპტი.

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ქათქათა ბეზეები ყველა ტორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, თუმცა იმისთვის რომ ბეზე თოვლივით თეთრი და გამომშრალი გამოგივიდეთ არსებობს მომზადების რამოდენიმე წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ.

1. კარგად გაამშრალეთ ემალის ჯამი და მიქსერის ჩხირები. გახსოვდეთ არ უნდა შეყვეს ოდნავი სისველე და ცხიმიც კი.

2. 4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ღრუბელივით მასის მიღებამდე, ჯამს რომ გადმოაბრუნებთ არ უნდა მოსცილდეს კედლებს. 1,5 ჭიქა შაქარი შეაფცქვიეთ კვერცხის მასას, ოღონდ ძალიან ნელა და შუალედებით. უყავით ვანილი და ლიმონის მჟავა ჩაის კოვზის წვერით.

3. ქვაბში აადუღეთ წყალი, შემოდგით ზედ მომზადებული ბეზე და გააჩერეთ 10-15 წუთი, თან არ შეწყვიტოთ თქვეფა.

4. საცხობ სინზე დააფინეთ ქაღალდი, მოაყარეთ ფქვილი და მომზადებული ბეზე დასვით ლამაზ ფორმებად.

5. გაახურეთ ღუმელი 80-100 გრადუსზე ანუ დაბალ ტემპერატურაზე, შედგით ბეზეები გამოსაცხობად. თუ შეატყობთ რომ ოქროსფერს იღებს, კიდევ დაუწიეთ პარს, ოდნავ შეუღეთ ღუმელს კარები და გააგრძელეთ ცხობა 2-3 საათი. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით, როცა ცხირი მშრალად ამოგყვებათ ბეზეც მზად არის.



თუკი ბეზეს ნამცხვრისთვის აკეთებთ და არა ტორტისთვის, არ სჭირდება ორთქლის აბაზანაზე მოხარშვა. ყველა წესს დაიცავთ, როგორც თავიდანაა ჩამოთვლილი გარდა ორთქლზე ხარშვისა და ისე გამოაცხობთ, გსურთ ლამაზ ფორმებად ან ერთიანად. ასევე, ნამცხვრისთვის მომზადებულ ბეზეს არ უყოთ ლიმონის მჟავა. ნამცხვრის ბეზეს ღია მოყავისფრო ფერი გადაკრავს და უფრო ხრაშუნაა.

აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно