რეცეპტის დამატება
უგემრიელესი "მედოკის" რეცეპტი რომელიც პირდაპირ პირში დნება.
ავტორი:
23 იანვარი 2020
34
უგემრიელესი "მედოკის" რეცეპტი რომელიც პირდაპირ პირში დნება.

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

თაფლი 3ს/კ;
კვერცხი 4ც;
ფქვილი 2,5ჭ;
სოდა 1/2ჩ/კ;
გამაფხვიერებელი 1/2ს/კ;
შაქრის პუდრა 2/3ჭ;
არაჟანი 800გრ;


მომზადების წესი:

გავადნოთ თაფლი ორთქლის აბაზანაზე. მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. ცალკე ჯამში შევურიოთ ფქვილი, სოდა და გამახვიერებელი და გავცრათ. თაფლს შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი, დავამატოთ მშრალი მასა და კარგად გადავურიოთ. ცომი 6 ტოლ ნაწილად გავყოთ და მრგვლად გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე ღუმელში, სულ დაგვჭირდება 45-60წთ. ავთქვიფოთ არაჟანი და შაქრის პუდრა. წავუსვათ გაციებულ ფირფიტებს კრემი და ერთმანეთზე დავაწყოთ. ზემოდან დავაყაროთ ნაფშვენები, კლასიკური “მედოკი” 4 სთ მაცივარში დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно