რეცეპტის დამატება
მარტივად მოვამზადოთ უგემრიელესი ტორტი “ჩიტის რძე”
ავტორი:
19 იანვარი 2020
79
მარტივად მოვამზადოთ უგემრიელესი ტორტი “ჩიტის რძე”

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები:

კვერცხი - 8 ცალი
შაქარი - 4 ჭიქა
კარაქი - 200 გრ
მაწონი - 1 ჭიქა
სოდა ძმრით - 1+1
კაკაო - 2 სკ
ვანილი - 2 შეკვრა
შოკოლადი - 100 გრ

მომზადების წესები:

1. 8 კვერცხის გული და 2 ჭიქა შაქარი კარგად ავთქვიფოთ. შევურიოთ 200 გრ დარბილებული კარაქი, 1 ჭიქა მაწონი, 2 სკ კაკაო, სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. მივიღებთ არაჟნის სისქის ცომს. ცომი ჩავასხათ პერგამენტიან, ცხიმწასმულ ფორმაში და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

2. დარჩენილი ცილები ავთქვიფოთ, სანამ ღრუბელივით არ გახდება, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი და ვანილი.

3. ბისკვიტი ნახევრად რომ გამოცხვება, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ზემოდან კოვზით დავასხათ ათქვეფილი ცილა და გავაგრძელოთ ცხობა, სანამ ბეზე ოდნავ არ მოიბრაწება.

4. გავაგრილოთ ნამცხვარი და თავზე მოვაწუწოთ გამდნარი შოკოლადი.
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно