რეცეპტის დამატება
რა უნდა ვიცოდეთ ზამთრისთვის მომზადებულ კონსერვზე რომ არაფერი გვავნოს
ავტორი:
23 ოქტომბერი 2019
1
რა უნდა ვიცოდეთ ზამთრისთვის მომზადებულ კონსერვზე რომ არაფერი გვავნოს

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

შინაურმა კონსერვმა რომ არაფერი გვავნოს - რამდენ ხანს ინახება და როგორ ჯობია
ზამთრის მარაგი, ტრადიციულად, ყველა ოჯახში არსებობს. მურაბისა და კომპოტის, ჯემისა და საწებლის გარეშე ხომ ზამთარი წარმოუდგენელია. ამჯერად სწორედ კონსერვებთან დაკავშირებულ რჩევებს გთავაზობთ.


1. კონსერვები ყველაზე კარგად ინახება სათავსოში, სადაც ტემპერატურა +4-+15 გრადუსია. არ უნდა იყოს ნესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუფი დაიჟანგება.
2. არ მოათავსოთ ქილები გამათბობელთან ახლოს. ზაფხულშიც ფრთხილად იყავით - თუ სათავსოში ძალიან დაცხა, კონსერვებში ქიმიური პროცესები გააქტიურდება. მაგალითად, შაქრის შემადგენლობა შეიცვლება. შედეგად წვენი გამუქდება და გემოც გაუფუჭდება. რბილდება და იშლება ნაყოფის სტრუქტურაც.
3. ბევრ დიასახლისს დაკონსერვებული ქილები აივანზე გააქვს.

თუ ყინვამ მოუსწრო, ქილები დასკდება. ქილამ რომც გაუძლოს, კონსერვის კონსისტენციაც შეიცვლება და ხარისხიც გაუფუჭდება. მურაბები და ჯემები კი სიცივეში ძალიან მალე შაქრდება.
4. არ არის სასურველი კონსერვის 2 წელზე მეტხანს შენახვა. შენახვის ნორმალურ პირობებშიც კი ქილებში ნელი ქიმიური პროცესები მაინც მიმდინარეობს. კონსერვი მუქდება, მართალია, მომწამვლელი არ არის, მაგრამ თავისებური გემო ეძლევა.
5. რაც შეეხება კურკიანი ხილის მურაბებსა და კომპოტებს - მათი უსაფრთხო შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 წელია.

როდის ხდება საშიში


ყველამ ვიცით, რომ კონსერვში ზოგჯერ სასიკვდილო საფრთხე - ბოტულიზმი იმალება. ამის მიუხედავად, დიასხლისები მაინც არ ამბობენ უარს ზამთრის მარაგის მოხუფვაზე. ბოტულიზმის არსებობის თეორიული შანსი ყველა კონსერვშია, რომელიც 120 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზეა გასტერილებული, თუმცა, საბედნიეროდ, პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
საქართველოში ბოტულიზმს ყველაზე ხშირად იწვევს შებოლილი თევზი და სახლში დაკონსერვებული ბოსტნეული: დანდური, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, სტაფილო, აგრეთვე – დაკონსერვებული სოკო, იშვიათად – სახლში დამზადებული კომპოტიც (მარწყვის, ალუბლის, მსხლის), თუ მასში შაქრის შემცველობა მცირეა.
სუსტი მჟავა პროდუქტები – პარკოსნები, ბადრიჯანი, ხორცი, ფრინველი, თევზი, ნანადირევი ცხოველი – განსაკუთრებით საშიშია და მათი კონსერვირება მაღალი წნევის პირობებში 120º გრადუსზეა რეკომენდებული, სახლში კი, მოგეხსენებათ, ასეთ პირობებს ვერ შევქმნით.
სიფრთხილე გვმართებს კონსერვების გამოყენებისას. ყველა ქილა გულდასმით დაათვალიერეთ. თუ სახურავი ამობურცულია (ქილა ბომბაჟიანია), საკვებად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
ბოტულიზმის ტოქსინი 100ºC-ზე 10-15-წუთიანი დუღილით ინაქტივირდება, ამიტომ თუ დაბალმჟავური პროდუქტები მაინც დავაკონსერვეთ, მოხმარების წინ აუცილებლად უნდა ვადუღოთ ან კარგად შევწვათ – არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში. ასევე თერმულად უნდა დამუშავდეს წვრილ ნაჭრებად (სისქით არა უმეტეს 1 სმ-სა) დაჭრილი ყველა საეჭვო პროდუქტი.
ამ ტოქსინის არსებობა კონსერვს გარეგნულად ზოგჯერ საერთოდ არ ეტყობა. წამოდუღების გარდა ტოქსინს მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს მისი ჟანგბადთან შეხებაც - გახსნილი მწნილი გადმოიღეთ ფართოპირიან ჭურჭელზე (ჰაერთან შეხების ზედაპირი რომ მაქსიმალურად დიდი იყოს) და გააჩერეთ 1-2- საათი.
შაქარი და მჟავე გარემო ხელს უშლის კონსერვში ტოქსინის დაგროვებას. ამიტომ კომპოტებსა და მურაბებში შაქარს ნუ დაიშურებთ. მწნილებში კი ძმარსა და ლიმონმჟავას.

ეს მწნილი ძალიან ადვილი მოსამზადებელია. არც სტერილიზაცია სჭირდება და მასში ბოტულიზმის ჩხირების გამრავლების შანსიც მინიმალურია. იხილეთ რეცეპტი



როგორ მოვიხმაროთ ასპირინი


დიასახლისები პროდუქტების კონსერვირებისას იყენებენ ასპირინს - აცეტილსალიცილის მჟავას. როგორც აღმოჩნდა, კონსერვირების ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ასპირინის მოქმედებით ბაქტერიები იღუპება. შესაბამისად, კონსერვირებული პროდუქტი დიდხანს არ ფუჭდება. სწორედ ამიტომ კონსერვირების ეს მეთოდი პოპულარული რჩება. ასპირინი კონსერვში წარმოქმნის ნაერთებს, რომელიც კლავს მიკრობებს, მაგრამ მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნით, სალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების საკვებ პროდუქტებში დამატება აკრძალულია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ასპირინი წამალია, რომელსაც გვერდითი მოვლენები გააჩნია.
გარდა ამისა, ასპირინის საკვებ დანამატად გამოყენება იწვევს ორგანიზმის მგრძნობელობის აწევას სალიცილის მჟავის შემცველი პრეპარატების მიმართ. იგი არ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის. ამდენად, შეეცადეთ პროდუქტების კონსერვირება ასპირინის გარეშე მოახერხოთ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი მშობლების თაობა ძალიან ხშირად იყენებდა ასპირინს კონსერვებში, თუმცა ამით არაფერი შავდებოდა. არც ახლაა მომწამვლელი, მაგრამ ვინაიდან დღეს ალერგიის რისკები გაზრდილია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. თუ საბოლოოდ არ აკრძალვთ, შეზღუდეთ მაინც მისი მოხმარება. თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, ისევ სტერილიზაციის მეთოდი გამოიყენეთ.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно