რეცეპტის დამატება
ქართული სანელებლები საშიშია თუ არა ქართული სანელებლები – შემოწმება დასრულდა
ავტორი:
05 ნოემბერი 2019
0
ქართული სანელებლები საშიშია თუ არა ქართული სანელებლები – შემოწმება დასრულდა

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ამოწმებს კვების პროდუქტებს, მათ შორის სანელებლებს მძიმე ლითონების შემცველობაზე.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს ქართული სანელებლების 75 ნიმუში, აქედან ოთხში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის მოსახლეობა გააფრთხილა, არ შეიძინოს ქართული სანელებლები, მათ შორის სვანური მარილი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სურსათის სააგენტო ლაბორატორიულ კვლევებს შეუდგა. მათ სანელებლების ნიმუშები აიღეს რეალიზაციის სხვადასხვა ობიექტებიდან.

"ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა – 7,06 მგ/კგ (ი.მ. "ბადრი ჯახია"); მშრალი აჯიკა — 6,38 მგ/კგ (ი.მ."ელგუჯა ჯახაია"); მშრალი აჯიკა — 5,96 მგ/კგ (ი.მ."გიგა შარანგია"); სუნელი – 5,60 მგ/კგ (ი.მ. "მადონა თოდუა")", — აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული ყველი გამოფენაზე WinExpo Georgia 2017
© SPUTNIK / DENIS ASLANOV
ყველის წარმოების წესები გამკაცრდა
მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში კილოგრამზე 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

პროდუქცია, რომელშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ამოღებულია და ის განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო კვების პროდუქტებსა და სასმელებს მძიმე ლითონების, მათ შორის ტყვიის შემცველობაზე პერიოდულად ამოწმებს.

"2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში", — ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ 10 ქიმიურ ნივთიერებას შორის შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно