რეცეპტის დამატება
25 წუთში მომზადებლი უგემრიელესი კექსები.
ავტორი:
22 იანვარი 2020
38
25 წუთში მომზადებლი უგემრიელესი კექსები.

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

4 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
100 გრამი კარაქი
5 ს.კ. არაჟანი
2 ჭიქა ფქვილი
ვანილი (პატარა შეფუთვა)
2 ჩ.კ. საფუარი
საცხობი ფორმები
მომზადება:

1. ჩაამატეთ კვერცხში შაქარი და ვანილი. თქვიფეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შაქრის კრისტალები ბოლომდე უნდა გაიხსნას.
2. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ დარბილებული კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.



3. მუდმივი მორევის პირობებში დაამატეთ მოცემული რაოდენობით არაჟანი.

4. ცალკე ჭურჭელში კარგად გაცერით ფქვილი და დაამატეთ მასში საფუარი. საფუვრისა და ფქვილის ნარევი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ მომზადებულ მასაში (აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში). მიღებული ცომი თავისი კონსისტენციით არაჟანს უნდა მოგვაგონებდეს.



5. სპეციალური საცხობი ფორმების 2/3 შეავსეთ ამ მასით. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ისინი გამოსაცხობად 20-25 წუთით.



6. გემრიელად მიირთვით!



აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და ცადეთ უგემრიელესი კექსების საკუთარი ხელით მომზადება. თქვენს შვილებს აუცილებლად შეუყვარდებათ მათი გემო. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно