რეცეპტის დამატება
მოვამზადოთ შოკოლადის კარაქი სახლის პირობებში
ავტორი:
16 ნოემბერი 2019
2
მოვამზადოთ შოკოლადის კარაქი სახლის პირობებში
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

კარაქი 200გ
შოკოლადი 1ფილა (მე რძიანი შოკოლადი ვიხმარე)
კაკაო 1 ს.კ.
შაქრის პუდრა 2 ს.კ.
რძე ან წყალიი 1ს.კ.

მომზადების წესი:

კარაქი უნდა იყოს დარბილებული,ოთახის ტემპერატურის,საკმარისია ჩანგლით ან სათქვეფელათი მორევა,არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფოთ,ჩვენ ხომ შოკოლადის კარაქს ვამზადებთ,და არა კრემს.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,მოვათავსოთ ჯამში და შევდგათ ორთქლის აბაზანაზე,როცა შოკოლადი გადნება,დავამატოთ შაქრის პუდრა და კაკაო,რძე ან წყალი და მოვურიოთ,რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ

მიღებული შოკოლადის მასა თბილივე შევურიოთ დარბილებულ კარაქს.
და მოვათავსოთ კონტეინერში და შევდგათ საყინულეში 1 საათით.


ერთი საათის შემდეგ,კარაქი გამოვიღოთ საყინულიდან და შევდგათ მაცივარში.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно