რეცეპტის დამატება
სახლში დამზადებული ჯანსაღი იოგურტი თქვენი პატარებისთვის
ავტორი:
15 ნოემბერი 2019
2
სახლში დამზადებული ჯანსაღი იოგურტი თქვენი პატარებისთვის

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

იოგურტის მომზადება
ინგრედიენტები
ნატურალური რძე - 500 მლ.ლ;
იოგურტის/მაწვნის დედო/ძირი - 50 გრ (სამი სადილის კოვზი);
სურვილისამებრ, შაქარი - 1 ჩაის კოვზი (ზოგ რეცეპტში რეკომენდებულია ბაქტერიების სწრაფად გასამრავლებლად);
მომზადების წესი
პრინციპი ანალოგიურია მაწვნის მომზადების პრინციპის;

აიღება რძე, ცხელდება გარკვეულ ტემპერატურაზე, შემდეგ ცივდება ისევ რაღაც ტემპერატურამდე, ემატება იოგურტის ძირი, მოურევთ და დადგამთ შესადედებლად, შეფუთულს; შემდეგ მაცივარში გადაიტანთ და გაცივების შემდეგ მზად არის საჭმელად;

საჭიროა რძის თანაბარი გაცხელება, ამისათვის რძიან ქვაბს, მეორე, უფრო მოზრდილ, ორთქლის ქვაბში დგამენ (ქვაბი ადუღებული წყლით) და ისე აცხელებენ 185 გრადუსზე, ასე რძის პროტეინი აქტიურდება, იოგურტის ბაქტერიების საწარმოებლად; ეს ის ტემპერატურაა, როდესაც რძე ქაფის და ბუშტების წარმოქმნას იწყებს ასადუღებლად. გაითვალისწინეთ, რომ დიდ ქვაბში წყლის დონე უნდა იყოს პატარა
თუ არ გაქვთ ორი ქვაბის საშუალება, მაშინ რძე უშუალოდ ერთი ქვაბით გააცხელეთ, მაგრამ მუდმივად ურიეთ და ყურადღება მიაქციეთ არ აგიდუღდეთ;

როგორც კი ეს ბუშტები წარმოიქმნება - გადმოდგით რძიანი ქვაბი ცეცხლიდან და გადაიტანეთ ცივ წყლიან ჯამში, ეს იმისათვის რომ რძე სწრაფად და სათანადოდ გაცივდეს;
იოგურტის ძირი და ბაქტერია რომ არ მოიხარშოს ან სათანადო ტემპერატურაზე გამრავლების საშუალება ჰქონდეს, სასურველია რძეში დედოს შერევისას იყოს 110 გრადუსი . სავალდებულოა გაითვალისწინოთ: რძე არ უნდა იყოს 49 C-ზე მაღალი და 32 C გრადუსზე დაბალი;
დედოს/ძირის შერევა ხდება რძეში ამ ტეპმერატურაზე, ძირის სრულ გახსნამდე, ამას ვაკეთებთ ლითონის ან პლასტმასის კოვზით (ასე მისი სტერილიზების საშულება გვექნება). გაითვალისწინეთ, შესარევი ძირიც უნდა იყოს შემთბარი ან ოთახის ტემპერატურის. მაშინვე მაცივრიდან გამოღებული არ უქნათ;
შემდეგ, უკვე ქილაში ან ჭიქებში განაწილებულს დაახურავთ თავსახურს ან ცელოფანს გადააფარებთ, შევფუთავთ და თბილ ადგილას დადგამთ (თბილ წყალშიც დგამენ, მაგრამ მე ეს მეთოდი არ გამომიცდია, თან წყალი როცა გაცივდება, უკვე აზრს კარგავს ეს „სათბურის“ მეთოდი, ასე რომ არც თქვენ გირჩევთ); დაველოდებით სანამ შედედდება; ეს დრო ცვალებადია სხვადასხვა შემდედებლის მიხედვით; და იცვლება 2-დან 7 საათამდე. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო სქელ იოგურტს მიიღებთ, მაგრამ მით უფრო მჟავე იქნება;
როგორც კი იოგურტი/მაწონი შესქელდება - გადაგვაქვს მაცივარში. სასურველია, მის ცივ ნაწილშ მოვათავსოთ და არა კარებზი ან საყინულედან შორს; იოგურტის პირდაპირ, მაცივრის გარეშე ჭამა არ შეიძლება და არც გემრიელი არ არის;
მაცივარში, ნატურალური იოგურტი ინახება 2 კვირამდე. თუმცა, მისი გამოყენება პირველი 5 დღის განმავლობაში რეკომენდებულია;
თუ იოგურტისთვის გვინდა ბუნებრივი არომატიზატორების დამატება - მაშინ შეგვიძლია შევურიოთ:
ხილის ჯემი ან მურაბა;
ნედლი ხილი, რომელიც ან უნდა დავჭრათ ან იოგურტთან ერთად დავაბლენდეროთ; თუ ტკბილი გიყვართ, თავისთავად, უნდა შეურიოთ შაქარი, ნედლ ხილთან ერთად;
ხილ-შერეული იოგურტი შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ, ან მეორე დღისთვის შეინახოთ მაცივარში, ჩემი გემოვნებით და დაკვირვებით ასე უფრო გემირელია და უფრო წააგავს ქარხნულ იოგურტს;
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно