რეცეპტის დამატება
ნამდვილი მეგრული ხაჭაპურის მომზადების რეცეპტი
ავტორი:
01 ნოემბერი 2019
2
ნამდვილი მეგრული ხაჭაპურის მომზადების რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ:

მომზადების დრო:
2 სთ

ინგრედიენტები:

ფქვილი 500გრ;
წყალი 150გრ;
რძე 100მლ;
შაქარი 2ჩ/კ;
მშრალი საფუარი 2ჩ.კ;
კარაქი 60გრ (40გრ ცომში, 20გრ გულსართში);
კვერცხის გული 1ც;
სულგუნი 500გრ;
მომზადების წესი:

თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი. ავურიოთ, დავაფაროთ და დავაყოვნოთ 15-20 წთ. შემდეგ დავასხათ თბილი რძე და გამდნარი კარაქი. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავაგუნდავოთ, თავზე ჩაის ტილო გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1,5-2 სთ. სულგუნი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ამოსული ცომი ჩავზილოთ, სამ ნაწილად გავყოთ და გავაბრტყელოთ. თითოეულს შუაში ჩავუდოთ ყველი და ცოტა კარაქი. შევკრათ, გავაბრტყელოთ და ცხიმწასმულ საცხობზე ამობრუნებულად დავდოთ. წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წთ. ასევე გამოვაცხოთ მომდევნო ორი ხაჭაპურიც. გემრიელად მიირთვით!

loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно