რეცეპტის დამატება
მეგრული ხაჭაპური იდეალური ჰაეროვანი ცომით
ავტორი:
16 მაი 2020
1
მეგრული ხაჭაპური იდეალური ჰაეროვანი ცომით

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ცომი

1 კგ ფქვილი
2 კვერცხის გული
400 მლ თბილი რძე
100 მლ თბილი წყალი
100 გ გამდნარი კარაქი
2 ს.კ. ზეთი
2 -3 ს.კ. მშრალი საფუარი
გულსართი

2 ცალი კვერცხი
1,2 კგ გახეხილი ყველი
600 გ გახეხილი სულგუნი
7-8 კვერცხის გული
მომზადების წესი:

თბილ რძეს დავუმატოთ თბილი წყალი, მარილი და საფუარი. შევურიოთ გამდნარი კარაქი, კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, თან ხელები ზეთში დავისველოთ.
ცომი უნდა იყოს ნაზი და ზელისას ხელს ეკვრებოდეს.
ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და ასაფუებლად დავდგათ.
ყველს დავუმატოთ კვერცხი და ავურიოთ. ყველის მასა 4-5 გუნდად დავყოთ. ამდენივე გუნდად დავყოთ ცომი, თითოეულში ჩავდოთ ყველი, მოვუკრათ თავი და გავაბრტყელოთ.
ხაჭაპური მოვათავსოთ საცხობ ფურცელზე, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გულებისა და გახეხილი სულგუნის ნაზავი და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ.

loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно