რეცეპტის დამატება
კარტოფილის ღვეზელები, მოვამზადოთ უმარტივესად
ავტორი:
21 მარტი 2020
0
კარტოფილის ღვეზელები, მოვამზადოთ უმარტივესად

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები:

ფქვილი - 1 კგ
თბილი წყალი - 500 მლ
საფუარი - 1 ჩ/კ
შაქარი - 1 ს/კ
მარილი - 1 ს/კ
ზეთი
გულსართისთვის:
კარტოფილი - 1 კგ
ხახვი - 1 თავი
კამა - 1 კონა
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ცომის მოსაზელად ოდნავ შეათბეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ, რათა საფუვრიანი წყალი აქაფთეს. ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ
ერთგვაროვანი ცომი. იმისათვის, რომ ცომი ხელებზე არ გეკრობოდეთ, ხელები დაისველეთ ზეთში.

დააფარეთ მოზელილ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ საათნახევარი თბილ ადგილას. ცომი ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.

ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ გულსართი. კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით, მოხარშეთ. გაფცქვენით ხახვი, გარეცხეთ, დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე. კამა გარეცხეთ და დაჭერით.

მოხარშული კარტოფილი ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ მოხრაკული ხახვი დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი. აურიეთ და გააგრილეთ.

ამოსული ცომი კვლავ ჩაზილეთ და ზეთიანი ხელებით გააკეთეთ თანაბარი ზომის ბურთულები.

გააჩერეთ ცომის ბურთულენი 10-15 წუთი.

შემდეგ გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა და ჩადეთ შუაში კარტოფილის გულსართი. მჭიდროდ მოუკარით თავი ცომის კიდეებს.

შეწვით ღვეზელები ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно