რეცეპტის დამატება
უმარტივესად მოვამზადოთ რბილი და ხრაშუნა ნახევრად ფენოვანი ცომი.
ავტორი:
27 იანვარი 2020
23
უმარტივესად მოვამზადოთ რბილი და ხრაშუნა ნახევრად ფენოვანი ცომი.

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

400 მლ. თბილი წყალი,
3 ს.კ. ზეთი,

3 ს.კ. ღვინის ძმარი,
1 ს. კ. საფუარი,
1 ჩ.კ. შაქარი,
500 გ. კარაქი (ან მარგარინი),
მარილი გემოვნებით,
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.

თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოსაყენებლად.
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно