რეცეპტის დამატება
მადისაღმძვრელი ელარჯის მთავარი საიდუმლო
ავტორი:
17 იანვარი 2020
6
მადისაღმძვრელი ელარჯის მთავარი საიდუმლო

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ინგრედიენტები:
ინგრედიენტები:

სიმინდის ფქვილი – 70 გ
სიმინდის ღერღილი -350 გ
სულგუნი – 500 გ (გახეხილი)
წყალი – 700 მლ
მომზადების წესი:

ღერღილი კარგად გარეცხეთ, გადაწურეთ და თუჯის ქვაბში ჩაყარეთ. დაუმატეთ წყალი ისე, რომ სითხე ბურღულს სულ მცირე 2 სმ-ით აღემატებოდეს. დადგით დაბალ ცეცხლზე და თავდახურული ადუღეთ. თუ აქაფება დაიწყო, ოდნავ მოხადეთ სახურავი.
დაახლოებით 35 წუთს ხარშვის შემდეგ ღერღილი შეამოწმეთ. თუ დარბილებული და მოხარშულია, მაშინ დაამატეთ სიმინდის ფქვილი და მიიღებთ ფაფისებურ მასას; თუ არა, გააგრძელეთ ხარშვა დარბილებამდე. დროდადრო ურიეთ ხის ბრტყელი კოვზით.
სიმინდის ფქვილი რომ გაიხსნება, დაუმატეთ გახეხილი სულგუნი. დაუმატეთ გახეხილი სულგუნი. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან, წელვად მასას არ მიიღებთ.
ელარჯის რეცეპტი უკვე გაქვთ, შეგიძლიათ შეუდგეთ მის მომზადებას. წარმატებებს გისურვებთ!
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно