რეცეპტის დამატება
უგემრიელესი ლობიანი კეთდება ამ რეცეპტით...
ავტორი:
17 დეკემბერი 2019
6
უგემრიელესი ლობიანი კეთდება ამ რეცეპტით...
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ცომსთვის:

200 გრ წყალი
1 ს.კ არაყი
1 ს.კ ზეთი
1 ს.კ ძმარი
მაეილი-მწიკვი
ფქვილი-რამდენსაც შეიზელს
250 გრ სამარხვო მარგარინი
გულსართისთვის:

300 გრ ლობიო
50 გრ ზეთი
1 თავი ხახვი
მარილი,ხმელი ქონდარი, პილპილი-გემოვნებით
მომზადება:

თბილ წყალში ჩავასხათ ძმარი, არაყი, ზეთი, მოვაყაროთ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად, მარგარინიც გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომის 1 ნაწილი კარგად, მოვახეხოთ მარგარინი და დავახვიოთ რულეტისებურად. ცომისმ ეორე ნაწილსაც მოვახეხთ მარგარინი და გადავახვიოთ. ლობიოს დავასხათ წყალი, მოვხარშოთ,. როცა გამზადდება, გადავწუროთ ჩავზილოთ,შევაზავოთ სუნელებით და მოხრაკული ხახვით. ცომის 1 ნაწილი გავაბრტყელოთ ქურის ტაფის ზომაზე, დავაფინოთ, დავადოთ ლობიოს გული, მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ზემოდან, შემოვუკეცოთ ლობიანს გვერდებ, ზემოდან დანით დავსეროთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно