რეცეპტის დამატება
უგემრიელესი ფუნთუშები
ავტორი:
10 დეკემბერი 2019
0
უგემრიელესი ფუნთუშები
loading...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

მოვამზადოთ ეს ფუნთუშები ნუშის ფქვილით, დარიჩინით, ილითა და ნიგვზით. თუ არა გვაქვს ნუშის ფქვილი, შეგვიძლია ყავის საფქვავში დავფქვათ მოხალული ნუში.

ინგრედიენტები:

350 გრ ფქვილი
200 გრ შაქარი (100 გრ ცომში და 100 გრ გულსართში)
კვერცხი
150 მლ რძე
20 გრ საფუარი
50 გრ ნუშის ფქვილი
100 გრ ნაღების კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
მწიკვი მარილი
მწიკვი გახეხილი ნუშის კაკალი
1-1ჩ/კ დაფქული დარიჩინი და ილი
ერთი მუჭა ნუში ან სხვა კაკალი
ზემოდან წასასმელად ——- კვერცხი, 1ს/კ გამდნარი ნაღების კარაქი და 2 ს/კ რძე.
პატარა ჯამში ავურიოთ სუფრის კოვზი შაქარი, საფუარი და ნახევარი ჭიქა თბილი რძე. დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ბუშტულები არ გაუჩნდება.

სხვა ჯამში გავცრათ ფქვილი, ჩავაღრმავოთ შუაში და ჩავასხათ საფუარი, რძე, 100გრ შაქარი და კვერცხი. მოვზილოთ რბილი ცომი და დავაყოვნოთ თბილ ადგილას 40 წუთით.

მოვამზადოთ გულსართი: შევურიოთ ერთმანეთს დარბილებული ნაღების კარაქი, 100 გრ შაქარი, ნუშის ფქვილი, დარიჩინი, ილი და ნუშის კაკალი. კარგად გადავურიოთ ეს მასა.

ცომი გავაბრტყელოთ, გავშალოთ ნახევარი სმ სისქის ფენად, შემდეგ მოვაყაროთ გულსართი თანაბრად, დავჭრათ ცომი პატარ-პატარა ზოლებად და თითოეული ზოლო გადავახვიოთ სპირალისებურად. ეს სპირალები შევახვიოთ ლოკოკინასებურად და დავალაგოთ პერგამენტიან საცხობ დაფაზე. გადავუსვათ კვერცხიან კარაქიან რძიანი მასა და მოვაყაროთ კაკლები. ვაცხოთ 20 წუთი 180 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით!
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно