რეცეპტის დამატება
ცხარე წიწაკის მურაბა- უჩვეულო რეცეპტი
ავტორი:
01 ნოემბერი 2019
0
ცხარე წიწაკის მურაბა- უჩვეულო რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ბულგარული წიწაკა 4ც;
ცხარე წიწაკა 4ც;
ვაშლი 3ც;
შაქარი 300-350გრ;
სურნელოვანი პილპილი 4მარცვალი;
კარდამონი (ილი) 2 შეკვრა;
ქინძის კაკალი 3-4ც;
ღვინის ძმარი 2-3ჩ/კ;
მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. გავთალოთ ვაშლი, ამოვაჭრათ გული და დავჭრათ. წიწაკებს თესლები მოვაცილოთ და დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში ვაშლთან ერთად, დავაყაროთ შაქარი და მეორე დღემდე დავაყოვნოთ. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვადუღოთ 45 წთ, მოვქაფოთ. გადმოვდგათ ქვაბი და მასა დავაბლენდეროთ. დავამატოთ სუნელები, ღვინის ძმარი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. გადმოვდგათ მურაბა, მოვაცილოთ ქინძის და პილპილის კაკლები, დავაყოვნოთ მომდევნო დღემდე. წიწაკის მურაბა დავდგათ დაბალ ცეცხლზე, წამოვადუღოთ და 5 წთ ვადუღოთ. გადავასხათ გასტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно