რეცეპტის დამატება
ყველაზე სასარგებლო კერძები და ინგრედიენტები ბავშვის მენიუში
ავტორი:
23 სექტემბერი 2019
8
ყველაზე სასარგებლო კერძები და ინგრედიენტები ბავშვის მენიუში

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

ნებისმიერი ასაკის ბავშვის ყოველდღიურ რაციონში პირველი ადგილი წვნიანს უკავია. თბილი წვნიანის ერთი ულუფაც კი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, განაპირობებს ნაწლავთა პერისტალტიკის, წყალმარილოვანი ცვლისა და ორგანიზმში სითხის ბალანსის სტაბილურობას.

საუკეთესოა ბოსტნეულის სუპი. რაც შეეხება ბულიონს – ხორცის ნახარშს, რაციონში
მისი შეტანა სამ წლამდე არ არის სასურველი. ძალზე სასარგებლოა ჭარხალი რკინისა და თუთიის შემცველობის გამო. მისი ფოთლები მდიდარია რკინით, A და C ვიტამინებით.

ბროკოლი მდიდარია C და K ვიტამინებით, კაროტინოიდებით, უჯრედისით, ომეგა 3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით. ბროკოლი, სტაფილო და კარტოფილი ერთად ძალიან არგებს ბავშვს, რომელსაც წონის დეფიციტი აქვს.

ყაბაყი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის, შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და კაროტინს (A პროვიტამინს).
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно