რეცეპტის დამატება
ომლეტი ბოსტნეულით,ყოველ დილით ჩემი ოჯახი ამ კერძს მიირთმევს.
ავტორი:
27 იანვარი 2020
1
ომლეტი ბოსტნეულით,ყოველ დილით ჩემი ოჯახი ამ კერძს მიირთმევს.

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

კვერცხი / 4 / ცალი
ბულგარული წუწაკა / 1 / ცალი
სტაფილო / 1 / ცალი
ხახვი / 1 / თავი
ოხრახუში / 10 / გრ
ქინძი / 10 / გრ
მარილი / გემოვნებით. /
შავი პილპილი / გემოვნებით. /

ნაბიჯი №1
დაჭრილი ხახვი შევწვათ ზეთში. დავამატოთ დაჭრილი სტაფილო და ბულგარული. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.

ნაბიჯი №2
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ 2 ს/კ წყალი, შავი პილპილი და მარილი. კარგად ავურიოთ.

ნაბიჯი №3
ჩავასხათ ტაფაში.

ნაბიჯი №4
დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. 5 წუთი.

ნაბიჯი №5
დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ნაბიჯი №6
მივიყვანოთ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №7
გემრიელი კერძი მზადაა!
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно