რეცეპტის დამატება
ქარხნული რეცეპტით მომზადებული ხრაშუნა კიტრის მწნილი, ეს თურმე ასეთი ადვილია...
ავტორი:
17 იანვარი 2020
4
ქარხნული რეცეპტით მომზადებული ხრაშუნა კიტრის მწნილი, ეს თურმე ასეთი ადვილია...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

პატარა ზომის კიტრებს თავი და ბოლო გადაუფხიკეთ. მოათავსეთ დიდ ჭურჭელში და დაასხით ცხელი წყალი (მდუღარე საჭირო არ არის, თუმცა ძალიან ცხელი უნდა იყოს 70-80 გრადუსის). გააჩერეთ 2 წუთით. გადაწურეთ და ისევ დაახით ცხელი (იგივე წყალი არა). გადაწურეთ და ცივი წყალი დაასხით.
ამის შემდეგ გაანაწილეთ ლიტრიან ქილებში ისე, რომ ყუნწის მხარე ზევით მოუქციოთ. ერთ ლიტრაინ ქილაში კიტრს უნდა ჩაამატოთ:
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ღერი ნიახური
2 ღერი ოხრახუში
წითელი წიწაკა
გემოვნებით
2 კბილი ნიორი
ძAლიან უხდება 2 ღერი ტარხუნაც

როცა ქილებს გაავსებთ, მოასხით მარილწყალი, რომლეიც ასე მზადდება:

10 ლიტრ წყალში გახსენით 700 გრამი მარილი და წამოადუღეთ. რომ გამორთავთ, დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი. მდუღარე რომ ოდნავ შეგრილდება, დაასხით სავსე ქილებს და გაასტერილეთ. სტერილიზაციისთვის საკმაე=რისია ადუღებინა 15-20 წუთი.
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно