რეცეპტის დამატება
ტომატის უნიკალური რეცეპტი რომელიც აქამდე არ გინახავთ,ეს სასწაულია...
ავტორი:
06 ნოემბერი 2019
1
ტომატის უნიკალური რეცეპტი რომელიც აქამდე არ გინახავთ,ეს სასწაულია...

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

10 კგ. პამიდორი
3 კგ. სტაფილო
1 კგ. ნიორი
2 კგ. ბულგარული წიწაკა
500 გრამი მწარე წიწაკა
გემოვნებით უცხო სუნელი

მომზადების წესები:

1
პამიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ 2-ად და დავყაროთ ნახვრეტებიან დიდ თასზე. გავაჩეროთ 2 სთ. რომ ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს.

2
სტაფილო, ნიორი, პამიდორი, გასუფთავებული ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა მოვათავსოთ ქვაბში და სტაფილოს მოხარშვამდე ვადუღოთ.

3
გაგრილების შემდეგ, მოხარშული ბოსტნეული ნაწილ-ნაწილ გადავიტანოთ ნახვრეტებიან თასზე და გავხეხოთ. გახეხილი მასა მეორედ გავხეხოთ რკინის მავთულიან წვრილ საცერში, რომ პამიდვრისა და წიწაკის მარცვლები მოცილდეს.

4
მიღებული მასა დავდგათ ცეცხლზე და განახევრებამდე ვხარშოთ.

5
ბოლოს დავაყაროთ მარილი და უცხო სუნელი გემოვნებით, გავაჩეროთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ-ცხელივე ჩავასხათ ბოთლებში.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно