რეცეპტის დამატება
კურდღელი მდოგვის სოუსში
ავტორი:
16 სექტემბერი 2019
0
კურდღელი მდოგვის სოუსში

როგორ მოვამზადოთ:

ინგრედიენტები:

კურდღელი - 1 ცალი
კარაქი - 4 ს/კ
თეთრი ღვინო - 1/2 ჭიქა
მარცვლოვანი მდოგვი - 1/2 ჭიქა
სქელი ნაღები - 1/2 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
დაჭრილი მწვანე ხახვი - 2 ცალი
წყალი - 1/2 ჭიქა
ხმელი ქონდარი - 1 ჩ/კ
დაჭრილი ოხრახუში - 4 ს/კ

კურდღელი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და 30 წუთიდან 1 საათამდე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და დაახურეთ თავსახური. კურდღლის ნაჭრები წვით კარაქში. როცა ხორცი შეიბრაწება გადმოიტანეთ თასში. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და 3–4 წუთით თუშეთ.

დაასხით თეთრი ღვინო და აუწიეთ ტემპერატურას. ამოურიეთ ხის კოვზით, დაუმატეთ მდოგვი, რეჰანი და წყალი. აადუღეთ. დაუმატეთ მარილი გემოვნებისამებრ.

დაუმატეთ ხორცის ნაჭრები და სოუსში კარგად ამოავლეთ. დაუწიეთ გაზქურას. დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთიდან 1 საათამდე, ხორცის კარგად მოხარშვამდე.

როცა ხორცი მზად იქნება, გადმოიტანეთ თეფშზე. აუწიეთ ტემპერატურას და ადუღეთ სოუსის განახევრებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ნაღები და ოხრახუში. ამოურიეთ და ჩააბრუნეთ ხორცის ნაჭრები. მიირთვით მომზადებისთანავე.
loading...
კომენტარის დამატება
რეგისტრაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.1 бесплатно